Thumbnail
  • უეინ რუნი ლივერპულის მწვრთნელ იურგენ კლოპს აქებს
  • მისი აზრით, გერმანელს მხოლოდ ერთი შეცდომა აქვს დაშვებული

ყველამ იცის, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულს. მანკუნიანელთა ლეგენდამ, უეინ რუნიმ მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა და გერმანელი სპეციალისტი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო.

“იურგენი არის მწვრთნელი, რომელთანაც ნებისმიერი ფეხბურთელი სიამოვნებით ითამაშებდა. კლოპის მოთამაშეებს ყოველთვის ეტყობათ, რომ ვარჯიშებსა და თამაშებზე უდიდეს სიამოვნებას იღებენ. გერმანელს რამდენჯერმე შევხვდი - ის შესანიშნავი ადამიანია,” - განაცხადა რუნიმ გერმანულ Sport Bild-თან ინტერვიუში.

33 წლის ინგლისელი თავდამსხმელის აზრით, კლოპს მხოლოდ ერთი შეცდომა აქვს დაშვებული: “მისი ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ლივერპულში მუშაობს და ისეთ წარმატებას მიაღწია, როგორიც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მე მას დიდ პატივს ვცემ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა დორტმუნდის ბორუსიაში მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, რომ იურგენს სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს,” - დასძინა რუნიმ, რომელიც ახლა MLS-შია და DC უნაიტედში თამაშობს.

📋 მეტი ამ თემაზე:

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები