Thumbnail

საბურთალო ზაგრებში ცარიელი ტრიბუნების ფონზე ითამაშებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უეფამ ზაგრების დინამო დასაჯა, რაც საბურთალოსთვის შეღავათია
  • გუნდი ორ საერთაშორისო საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ ჩაატარებს

საბურთალომ ტირასპოლის შერიფის ბარიერი გადალახა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების დინამოს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში 23 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო 30 ივლისს - ზაგრებში.

მნიშვნელოვანია, რომ ზაგრების დინამო უეფას მიერ დასჯილია და უახლოესი ორი საერთაშორისო საშინაო მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფინზე უნდა ჩაატაროს. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 1 აპრილს, ევროპალიგის პაექრობაში ლისაბონის ბენფიკას მასპინძლობდა, როდესაც ხორვატმა გულშემატკივრებმა სხვადასხვა საგნები ისროლეს მოედანზე და რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს.

ხორვატი გილშემატკივრები და კერძოდ, ზაგრების დინამოს ულტრასები გამოირჩევინ ემოციური ქომაგობით და ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში საბურთალოსთვის შეღავათია. მით უმეტეს, ეროვნული ლიგის მოთამაშეები ასეთ გარემოს მიჩვეულები არიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები