Thumbnail
  • ნიკო კოვაჩს ბაიერნში მარიო მანჯუკიჩი და ივან პერიშიჩი სურდა
  • რუმენიგემ და ჰიონესმა ხორვატს უარი უთხრეს
  • ლევანდოვსკი გუნდის გაძლიერებას ითხოვს

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ისევ რთულ სიტუაციაშია. ყველამ იცის, რომ ბავარიულ გრანდს ლეროი სანეს (მანჩესტერ სიტი) და კალუმ ჰადსონ-ოდოის (ჩელსი) შეძენა უნდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის. გეგმა B ბარსელონას გარემარბის, უსმან დემბელეს ყიდვა იყო, მაგრამ ამ უკანასკნელს ბაიერნში გადასვლა არ სურს.

‘ბილდის’ ინფორმაციით, თვითონ 47 წლის კოვაჩმა კლუბის ხელმძღვანელებს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და ული ჰიონესს მიონხენგლადბახის ბორუსიას ორი მოთამაშის შეძენა სთხოვა, მაგრამ შეფებისგან უარი მიიღო. ბილდი წერს, რომ კოვაჩს დენის ცაკარიასა და ფლორიან ნოიჰაუსის ყიდვა სურდა. აღსანიშნავია, რომ შარშან კოვაჩს ბაიერნში ფრანკფურტის აინტრახტიდან ლუკა იოვიჩის, ანტე რებიჩისა და კევინ ფოგტის გადაყვანა სურდა, მაგრამ რუმენიგემ და ჰიონესმა მაშინაც უარი უთხრეს. შეგახსენებთ, რომ იოვიჩი ახლა მადრიდის რეალში გადავიდა.

რუმენიგე და კოვაჩი ოქტობერფესტზე

არადა, ფაქტია, რომ რეკორდმაისტერს ახალი ფეხბურთელები სჭირდება.  კოვაჩი მინიმუმ 4 ახალწვეულს ითხოვს. ბაიერნმა ჯერ მხოლოდ ლუკა ერნანდესი, ბენჟამენ პავარი და ფიტე არპი გადაიბირა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, კოვაჩმა ბოსებს ხორვატი ფეხბურთელების, მარიო მანჯუკიჩის (იუვენტუსი) და ივან პერიშიჩის (ინტერი) შეძენაც სთხოვა, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო.

“ნიკო კოვაჩი გუნდის გაძლიერებაზე ზრუნავს და ეს ნორმალურია. ჩვენ, კლუბის ხელმძღვანელებმა უნდა გავთვალოთ, ვინ რამდენად გვიღირს და როგორი მოთამაშეების დამატება გვჭირდება,” - აცხადებს ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

მარიო მანჯუკიჩი ბაიერნში 2012-დან 2014 წლამდე თამაშობდა

გუნდის გაძლიერებას მიუნხენური გრანდის გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკიც ითხოვს: “თუ გვინდა, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ, გუნდი უნდა გაძლიერდეს. ჩვენ, ფეხბურთელები ტრანსფერებს ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება. იმედი მაქვს, ხელმძღვანელები ტრანსფერებზე მუშაობენ. ბაიერნს ბოლო 3 წელიწადში დიდი ტრანსფერები არ განუხორციელებია.” - განაცხადა 30 წლის პოლონელმა და დასძინა, რომ მას ბაიერნის სხვა ლიდერებიც ეთანხმებიან.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები