Thumbnail
  • ჰიუსტონმა რასელ ვესტბრუკის გადაბირება დაადასტურა
  • რასელის 11-წლიანი ისტორია ოკლაჰომაში დასრულდა

12 ივლისს NBA-ს დიდი ტრეიდის შესახებ გახდა ცნობილი - რასელ ვესტბრუკი ჰიუსტონში, კრის პოლი - ოკლაჰომაში. დღეს, როკეტსმა ვესტბრუკის გადაბირება ოფიციალურად დაადასტურა.

დარჩება თუ არა კრის პოლი ოკლაჰომაში - ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ESPN-ის ინფორმაციით, მას კლუბის გამოცვლა სურს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლის გადაბირებით მაიამი ჰიტია დაინტერესებული. თუ კრისი ოკლაჰომაში დარჩება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 120 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს. კრისმა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა 9-ჯერ მიიღო და 2013 წელს ALL STAR-ის MVP გახდა.

რასელ ვესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი

ვესტბრუკი კი კარიერას ნამდვილად ჰიუსტონ როკეტსში გააგრძელებს. მისი 11-წლიანი ისტორია ოკლაჰომაში დასრულდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მას ჯეიმს ჰარდენთან ერთად თამაში სურდა, რომელთან ერთადაც ოკლაჰომაში 2009-2012 წლებში ასპარეზობდა. ვესტბრუკმა 8-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში. რასელი NBA-ს 2016-2017 წლების სეზონის MVP გახდა.

წაიკითხეგმირული კალათბურთის ბოლო რაინდი - რატომ ვერ იგებს ვესტბრუკი?
გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები