Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და ტულის არსენალის მცველის ინტერვიუ რუსულ მედიაში
  • გიამ საქრთველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაკეთებულ არჩევანზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების და ტულის არსენალის მცველმა გია გრიგალავამ რუსულ გამოცემა "სოვეტსკი სპორტს" ინტერვიუ მისცა, სადაც ეროვნული გუნდის თემაზე საინტერესოდ ელაპარაკა.

29 წლის ფეხბურთელს, რომელიც ქუთაისშია დაბადებული, მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული და საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. გიას რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები და მის რუსეთის ეროვნულ გუნდში მიწვევაზეც იყო საუბარი, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი თავისი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა და დღეს უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 26 მატჩს ითვლის.   

sovsport: 2011 წელს გადაწყვიტეთ საქართველოს სახელით გამოსულიყავით. დიდხანს იფიქრეთ?

მაშინვე დავთანხმდი. მოვიდა თუ არა მოწვევა, მაშინვე წავედი ჩემებთან, ჩემი სამშობლოს სახელით სათამაშოდ.

გია გრიგალავამ ნაკრებში ბოლოს დანიასთან (1:5) ითამაშა

sovsport: მაგრამ რუსეთის ნაკრები ხომ უფრო ძლიერია. არ გჯეროდათ, რომ დროთა განმავლობაში მის შემადგენლობაში მოხვედრას მოახერხებდით?

იცით, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები, იმჟამინდელი შემადგენლობით, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე რუსეთის. ამ შედარებისას ვგულისხმობ ინდივიდუალურ ოსტატობასა და კლუბებს, რომლებსაც ის ფეხბურთელები წარმოადგენდნენ.

sovsport: ამასთან, საქართველოს ნაკრები აქამდე ვერასდროს მოხვდა სერიოზულ ტურნირში. უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ნავსის გატეხვას?

ძალიან მინდა ევრო 2020-ზე თამაში. და საბედნიეროდ, ურიგო შანსი არ გვაქვს. თუკი ტრადიციულ შესარჩევ ციკლს ვერ დავძლევთ, მომავალი წლის მარტში დამატებითი “ოთხთა ფინალი” გვექნება. ეს იმის წყალობით, რომ  გასულ შემოდგომაზე ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი მოვიგეთ. ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილნი.

კომენტარები

ბოლო ამბები