Thumbnail
  • ბენ სიმონსი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებს
  • ფილადელფიას ვარსკვლავმა უარი ოფიციალურად დაადასტურა

ენტონი დევისის შემდეგ, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე თამაშზე NBA-ს კიდევ ერთმა სუპერვარსკვლავმა თქვა უარი. ფილადელფიას გამთამაშებელმა ბენ სიმონსმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის ნაკრებს არ დაეხმარება.

“ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე. ჩინეთში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვიასპარეზებ,” - დაწერა 22 წლის სიმონსმა ‘ტვიტერში’.

სიმონსმა ფილადელფიასთან ახლახან ახალი, 170-მილიონდოლარიანი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უნდა, რომ მხოლოდ სიქსერსზე იყოს კონცენტრირებული. ორიოდე დღის წინ, მისმა აგენტმა რიჩ პოლმა თქვა, რომ დიდი შანსი იყო, ბენს მსოფლიოს ჩემპიონატზე (31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე) ასპარეზობაზე უარი ეთქვა.

ბენ სიმონსის გარდა, ავსტრალიის ნაკრებში NBA-ს კიდევ რამდენიმე მოთამაშეა - მათ შორის ჯო ინგლსი (იუტა ჯაზი), პატრიკ მილსი (სან ანტონიო) და აარონ ბეინსი (ფინიქს სანსი). ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფშია - კანადასთან, სენეგალთან და ლიეტუვასთან ერთად.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები