Thumbnail
  • აიაქსი ყოფილი კაპიტნის სანაცვლოდ 67.5 მილიონ ევროს მიიღებს
  • ჰოლანდიელი ტურინში სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის

მატეის დე ლიხტი ტურინში ჩაფრინდა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტურინის იუვენტუსს შეუერთდება. 'აქ ყოფნით ბედნიერი ვარ' - განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ტურინის იუვენტუსის გვერდთან.

19 წლის ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედს, ბარსელონასა და პარი სენ ჟერმენს უკავშირებდნენ, მაგრამ იუვენტუსმა ყველას აჯობა და დე ლიხტი 67.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

დე ლიხტი 9 წლის იყო, როდესაც აიაქსის აკადემიას შეუერთდა და 2018 წლის მარტში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა. მან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იუვენტუსთან გამარჯვების გოლი გაიტანა და აიაქსი ნახევარფინალში გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები