Thumbnail
  • საქართველო 86:52 კოსოვო
  • პლეი ოფის საგზური ნაკრებმა პრაქტიკულად უკვე მოიპოვა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონში კოსოვოს ნაკრებიც დაამარცხა და ახლა 4-დან 4 მოგება აქვს - 86:52. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი ჯგუფის ლიდერია და მეოთხედფინალთან ახლოსაა. ესტონეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 19 ქულაზე მეტით არ უნდა წააგოს და პლეი ოფში გავა. 

ყველაზე მეტი ქულა ამ თამაშში ნაკრებს ლუკა მაზიაშვილმა მოუტანა - 12. რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 10 ქულაა; 8-8 ქულა დაუგროვდათ ნიკა მეცხვარიშვილისა და ივანე მეგენეიშვილს. 

კომენტარები

ბოლო ამბები