Thumbnail

გიორგი ჭიაბრიშვილი: ასეთი თამაშისთვის გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი ჭიაბრიშვილმა ქართველ ქომაგებს ბოდიში მოუხადა
  • შერიფის მწვრთნელმა გიორგი კოხრეიძე შეაქო და საბურთალოს წარმატება უსურვა

"მიხეილ მესხზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა ტურნირის დებიუტანტ საბურთალოსა და მოლდოვის ჩემპიონ შერიფს შორის.

საბურთალო 1:3 დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავიდა, რადგან სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული. საბურთალოს მომდევნო მეტოქე ზაგრების დინამო იქნება, მატჩები 23 და 30 ივლისს გაიმართება.

საბურთალოსა და შერიფის მწვრთნელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი შეაფასეს. საბურთალოს მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ გუნდმა ისეთი თამაში ვერ აჩვენა, როგორიც მოლდოვაში.

მან განაცხადა, რომ შესვენებაზე ფეხბურთელებთან ტაქტიკურ მონახაზზე არ უსაუბრია. უბრალოდ, ფეხბურთელებს სთხოვა, რომ მობილიზებულიყვნენ და ის თამაში ეჩვენებინათ, რაც შერიფთან ადრეც ითამაშეს.

ჭიაბრიშვილმა ყურადღება მომავალ მეტოქეზეც გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ საბურთალო არც შერიფთან იყო ფავორიტი და გუნდი ზაგრების დინამოსთანაც ბოლომდე იბრძოლებს.

შერიფის მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა განაცხადა, რომ პირველ თამაშში შერიფმა ძალიან ცუდად ითამაშა. მან საბურთალოდან ვაგნერ გონსალვესისა და გიორგი კოხერიძის თამაში გამოყო.

'გუნდის ძირითადი ბირთვი 20 დღის წინ შეიკრიბა. საბურთალოს სწრაფ ფეხბურთელებთან თამაში გაგვიჭირდა. მე-10 ნომერთან მივედი და შევაქე. მას ვუთხარი, რომ სამწუხარო იყო, რომ ის ჩვენ წინააღმდეგ თამაშობდა. ერთადერთი მიზეზი თამაშის ასეთი სტარტის ის იყო, საბურთალოს ეგონა, რომ ძლიერ მოწინააღმდეგასთან არ ჰქონდა საქმე და თამაში სუსტად დაიწყო.' - განაცხადა ზორან ზეკიჩმა, რომლის გუნდიც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები