Thumbnail
  • 2K Sports-მა რეიტინგები ორშაბათს გამოაქვეყნა
  • საუკეთესო ახალბედა ზაიონ უილიამსონია (81)
  • თამაში ხელმისაწვდომი 6 სექტემბერს იქნება

NBA 2K20-ს მოთამაშეთა ძალთა თანაფარდობა უკვე ცნობილია და რეიტინგს სათავეში 97 ქულით ლებრონ ჯეიმსი და კავაი ლეონარდი უდგანან.

კალათბურთის მოყვარულები მუდმივად კამათობენ იმაზე, თუ რომელი სპორტსმენია საუკეთესო და ვინ იმსახურებს მეტ პატივისცემას. ამის გაზომვის რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური გზა არსებობს, მათ არის შორის ჰონორარი, ჯილდოები და მიღწევები, თუმცა ბოლო წლებში ამ სიას კიდევ ერთი კრიტერიუმი შეემატა - კალათბურთელის რეიტინგი 2K Sports-ის NBA სიმულატორში.

2K20-ის გარეკანზე ენტონი დევისია

NBA 2K20-ის რეიტინგები, უმეტეს წილად, ზუსტად ასახავს კალათბურთელთა მიმართ გულშემატკივრების, ჟურნალისტების და მათივე კოლეგების დამოკიდებულებას.

2K Sports-მა კალათბურთელთა რეიტინგი ორშაბათს ღამე გამოაქვეყნა და პირველი ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ლებრონ ჯეიმსი 97
  2. კავაი ლეონარდი 97
  3. იანის ანტეტოკუნმპო 96
  4. კევინ დურანტი 96
  5. ჯეიმს ჰარდენი 96
  6. სტეფ კარი 96
  7. ენტონი დევისი 94
  8. პოლ ჯორჯი 93
  9. დამიენ ლილარდი 92
  10. ჯოელ ემბიდი 91
  11. კაირი ირვინგი 91
  12. ნიკოლა იოკიჩი 90
  13. რასელ ვესტბრუკი 90
  14. კლეი ტომპსონი 89
  15. კარლ-ენტონი თაუნსი 89
  16. ჯიმი ბატლერი 88
  17. კემბა ვოქერი 88
  18. დონოვან მიჩელი 88
  19. რუდი გობერტი 88
  20. ბლეიკ გრიფინი 88

ახალბედებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი, რა თქმა უნდა, ზაიონ უილიამსონს აქვს (81).

ცნობილი გახდა ისიც, რომ NBA 2K20-ის გარეკანზე ენტონი დევისია, მაგრამ თუკი თამაში უკვე გსურთ, თქვენთვის არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს - სიმულატორი ხელმისაწვდომი 6 სექტემბერს გახდება და შესაბამისად, მცირე ხნით ლოდინი მოგიწევთ. მანამდე კი ამ თიზერით დაკმაყოფილდით.

კომენტარები

ბოლო ამბები