Thumbnail

ზინედინ ზიდანი კანადაში დაბრუნდა და გუნდთან ერთადაა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზინედინ ზიდანი მონრეალში დაბრუნდა და ისევ გუნდთან ერთადაა
  • ზიზუმ რეალის შეკრება პარასკევს, ძმის გარდაცვალების გამო დატოვა

ზინედინ ზიდანი ისევ გუნდთან ერთადაა - მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც მონრეალში მიმდინარე შეკრება პარასკევს, ძმის გარდაცვალების გამო დატოვა, სამშაბათს კანადაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა სპორტულმა მედიამ გაავრცელა.

ზინედინის ძმა ფარიდი 54 წლის ასაკში, მარსელში გარდაიცვალა. ზიზუს არყოფნაში, რეალის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს მისი ასისტენტი დავიდ ბენოტი ასრულებდა.

მადრიდული გრანდი ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში პირველ ტესტ-მატჩს საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში, 21 ივლისს მიუნხენის ბაიერნთან გამართავს. შეხვედრა ჰიუსტონში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები