Thumbnail

ხინკალი, ბორჯომი... საუკეთესო რუსი ჩოგბურთელის სოლიდარობა საქართველოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგენდარული რუსი ჩოგბურთელი ქართულ პროდუქციას რეკლამას უკეთებს
  • კაფელნიკოვი სიამოვნებთ სვამს ბორჯომს და ლიმონათს და მიირთმევს ხინკალს

ყველაზე ტიტულოვანი რუსი ჩოგბურთელი მამაკაცი, ევგენი კაფელნიკოვი, კარიერის დასრულების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული, საქართველო-რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობაზე კი სოციალურ ქსელში თავის პოზიციას აფიქსირებს. 

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რომელიც დღეს 45 წლისაა და კრემლისა და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის კრიტიკით ხასიათდება, ამჯერად კი მხარდაჭერას საქართველოს და ქართულ პროდუქციას უცხადებს.

ევგენი კაფელნიკოვმა 1996 წელს როლან გაროსი მოიგო

20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის, ალექსეი გავრილოვის საქართველოს დედაქალაქში ვიზიტს საპროტესტო აქციები მოჰყვა, შედეგად კი რუსეთში ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვაზე დაიწყეს საუბარი. ამის პასუხად ევგენი კაფელნიკოვმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მინერალურ წყალს, "ბორჯომს" მიირთმევს. "გადავწყვიტე მოვიწამლო", - აცხადებს ყოფილი ჩოგბურთელი ნიშნის მოგებით.  

📺 კაფელნიკოვი ბორჯომით

კაფელნიკოვი ამით არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით მან ტვიტერზე სხვა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უკვე ქართულ ლიმონათსა და ხინკალს მიირთმევს და ჟესტით აჩვენებს: "მაგარია!".

📺 კაფელნიკოვი ქართული ლიმონათითა და ხინკლით

მეტი ამ თემაზე: სოლოდარობა ქართველებს? რას ნიშნავს ვასილი უტკინის ჟესტი

კომენტარები

ბოლო ამბები