Thumbnail
  • ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს და ეს ყველამ იცის
  • AS-ის ინფორმაციით, პსჟ-მ ბარსას პირველ წინადადებაზე უარი უთხრა

ესპანური სპორტული გაზეთის, AS-ის ინფორმაციით, ბარსელონამ ნეიმარის დასაბრუნებლად კონკრეტული ნაბიჯი გადადგა და პარი სენ-ჟერმენს წინადადებით მიმართა, თუმცა კატალონიურმა გრანდმა პარიზული კლუბის შეფისგან უარი მიიღო.

AS-ში ვკითხულობთ, რომ ბარსამ პსჟ-ს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე და 40 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფრანგული კლუბის ბოსმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ამ შეთავაზებას სასაცილო უწოდა და კატალონიელებს უარი შეუთვალა.

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი არაოფიციალური იყო - ნეიმარის შესაძლო ტრანსფერში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, კლუბების ხელმძღვანელები კი ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან.

ნასერ ალ-ხელაიფი და ნეიმარი

საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნეიმარს ბარსაში დაბრუნება სურს. პსჟ იძულებული გახდა, ტრანსფერზე დათანხმდეს - ოღონდ, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში. ბარსელონას ხელმძღვანელებმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ მათთვის ცნობილია ნეიმარის სურვილი, დატოვოს პსჟ და დაბრუნდეს კატალონიაში.

პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ცოტა ხნის წინ, ნეიმართან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: “ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ არის ფაქტი: ნეიმარს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და რაკი შესაბამისი წინადადებით არავის მოუმართავს, ვერაფერზე ვილაპარალებთ.”

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები