Thumbnail

სოლოდარობა ქართველებს? რას ნიშნავს ვასილი უტკინის ჟესტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა თავის გადაცემაში ცნობილი ჟესტი გაიმეორა
  • კომენტატორი საქართველოს მიმართ თბილი დამოკიდებულებით ცნობილია

ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, ვასილი უტკინმა, თავის საავტორო გადაცემაში "საფეხბურთო კლუბი", რომელიც YouTube-ზე გადის, ცნობილი ჟესტი გააკეთა - ხელი თვალზე აიფარა. ამან ქართველ გულშემატკივრებში გააჩინა ვარაუდი, რომ შესაძლოა ამით უტკინმა, რომელიც ცნობილია ქართული ფეხბურთისადმი თავისი თბილი დამოკიდებულებით, სოლიდარობა საქართველოს გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ქავერზეც სწორედ ეს ჟესტია გამოტანილი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს (ე.წ. "გავრილოვის ღამეს"), თბილისში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა პროტესტი რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო გამოხატეს. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რამაც რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანა. მას შემდეგ, ცალ თვალზე ხელის აფარების ჟესტი დაზარალებულთა მხარდასაჭერად, რუსეთის ოკუპაციასა და საქართველოს ხელისუფლების ნამოქმედარის გასაპროტესტებლად სრულდება.

📋 მეტი ამ თემაზე

რაც შეეხება ვასილი უტკინს, რუსმა კომენტატორმა ჟესტი სულ ახლახან, თავისი საავტორო გადაცემის მიწურულს გააკეთა, ოღონდ, ცალსახად იმის თქმა, რომ უტკინმა ეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად მოიმოქმედა, შეუძლებელია. 

ვასილი უტკინის ჟესტი

ზოგადად, 47 წლის რუსი ჟურნალისტი საქართველოს და ქართველების მიმართ ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი, საკუთარ თავს კი ცნობილი ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის მემკვიდრედ ასახელებს. ცნობილია მისი გამონათქვამი 1981 წლის თბილისის დინამოზეც, რომელიც 2010/11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მომგებ ბარსელონას შეადარა. 

უტკინი 2010/11 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის კომენტირებისას

ამასთან, ვასილი უტკინი 2017 წლიდან სპონსორობს სამოყვარულო ფეხბურთის კლუბს, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ლიგაში გამოდის და ქართული სახელწოდება აქვს - ეგრისი. 

კომენტარები

ბოლო ამბები