Thumbnail

54 წლის წინათ - თბილისმა ევრობასკეტს პირველად 1965 წელს უმასპინძლა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს მასპინძლობს
  • თბილისმა 1965 წელს უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები თბილისში ჩატარდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანა პირველად უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, თუმცა თბილისსს ერთხელ უკვე უმასპინძლია ევროპის ჩემპიონატისთვის. გავიხსენოთ ეს დრო...

1965 წლის ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 30 მაისს დაიწყო საბჭოთა კავშირმა უმასპინძლა. 16 ნაკრები ორ A & B ჯგუფებად იყო გაყოფილი. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირი A ჯგუფში, მოსკოვში თამაშობდა. თბილისმა კი B ჯგუფს უმასპინძლა, სადაც ყველაზე გამორჩეული გუნდი იუგოსლავია იყო, რადივოი კორაჩი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ხოლო იუგოსლავიამ საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიგო.

თბილისში ითამაშეს: 1. იუგოსლავია (14 ქულა); 2. პოლონეთი (12); 3. საბერძნეთი (10); 4. ბულგარეთი (8); 5. ესპანეთი (6); 6. საფრანგეთი (4); 7. გფრ (2); 8. შვედეთი (0).

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ორი ქართველი იყო: ზურაბ საკანდელიძე და ამირან სხიერელი. 

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები