Thumbnail
  • 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს
  • ქართული დელეგაციის წევრებმა პირველი კომენტარები გააკეთეს

მიუნხენში ქართული სპორტისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს: 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს. მატჩები თბილისში, ახალ არენაზე გაიმართება, რომელიც 15 000 გულშემატკივარს დაიტევს. მოკლედ, ქართული სპორტის ქომაგებს წინ დიდი საკალათბურთო ზეიმი ელოდებათ. 

თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ტურნირი 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტო დასრულდება. კონტინენტის ჩემპიონატში 24 ქვეყნის ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელმაც მასპინძლობასთან ერთად, ტურნირის საგზური ავტომატურად მიიღო.

მიუნხენში ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია და საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ისტორიული გადაწყვეტილებების შემდეგ, კომენტარებიც გაკეთდა, თუმცა სანამ კომენტარებს გაგაცნობთ, იხილეთ კალათბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი საპრეზენტაციო ვიდეო, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა...

საქართველო გ ი ლ ო ც ა ვ თ ! <3

კალათბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი საპრეზენტაციო ვიდეო, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა! საქართველო გ ი ლ ო ც ა ვ თ ! <3🇬🇪🏀🔥😍

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019

თურგაი დემირელი (ფიბა ევროპის პრეზიდენტი)

“მინდა მივულოცო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ეს გადაწყვეტილება. კარგად ვიცი როგორი გულშემატკივრები არიან საქართველოში, როგორი ატმოსფეროა თბილისში და შესაბამისად, ველოდები დიდ სპორტულ დღესასწაულს. ამ გადაწყვეტილებით, ქართული კალათბურთი შეიძენს ახალ გულშემატკივრებს და აშენდება ახალი საკალათბურთო არენა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს. ველოდებით საკალათბურთო დღესასწაულს თბილისში”

სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი)

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ საქართველოში ვბრუნდებით დიდი გამარჯვებით. ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, რაც ნიშნავს იმას, რომ გავხდით ევროპული სპორტის სრულფასოვანი ნაწილი. ევრიპის ჩემპიონატზე და იქამდეც თბილისში ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები და სპორტის ამ სახეობის დახმარებით, ჩვენ დავუახლოვდებით ევროპას”.

ვლადიმერ ბოისა (კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი)

“პირველად ტარდება ასეთი მასშტაბის სპორტული შეჯიბრი საქართველოში. მიხარია, რადგან ფედერაციამ დიდი შრომა ჩადო რომ ეს შედეგი დამდგარიყო. დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, რადგან მის გარეშე რთული იქნებოდა ამ გამარჯვების მიღწევა. ქართული კალათბურთისთვის, სპორტისთვის და საქართველოსთვის ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება”.

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი)

“ევრობასკეტი ძალიან პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირია და ის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მასპინძელია, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მინდა მივულოცო ქართველ ხალხს და აქვე აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის აქ ყოფნამ დიდი როლი ითამაშა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. თითოული ჩვენგანი ემოციებში ვართ და კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მივულოცო ეს გამარჯვება”.

სალომე ზურაბიშვილი:დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან სამშობლოში ვბრუნდებით ძალიან პოზიტიური ამბით! დღეს...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები