Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივი 1:1 რუბინი
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ყოფილ გუნდს გაუტანა

რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მოსკოვის ლოკომოტივმა რუბინთან ფრედ 1:1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი რუბინის ოფიციალურ მატჩში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შედგა.

მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა კვერკველია, რომელსაც რუბინის ოფიციალური გვერდის სპეციალური პოსტით მიესალმა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სათადარიგო სკამზე დაიწყო და 66-ე წუთზე მინდორზე ზურა დავითაშვილის ნაცვლად გამოჩნდა. კვარაცხელიამ ათ წუთში ანგარიში გაათანაბრა და რუბინს ქულა გადაურჩინა. მესამე ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე სათადარიგო სკამზე იყო და მინდორზე არ შემოსულა.

კომენტარები

ბოლო ამბები