Thumbnail
  • გოგა ბითაძემ ინდიანასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ქართველი ცენტრის კონტრაქტის დეტალები

სამუშაო ვიზის აღებასთან დაკაშვირებული პრობლემების გამო საქართველოში შეყოვნებულმა გოგა ბითაძემ NBA-ს საზაფხულო ლიგა გამოტოვა და აქამდე NBA-ს დრაფტზე პირველ წრეში არჩეული 30 კალათბურთელიდან მხოლოდ მას და ორლანდოს ოკეკეს არ ჰქონდათ გაფორმებული კონტრაქტი. 

The Athletic-ის სკოტ აგნესმა ტვიტერზე დაწერა, რომ 19 წლის ქართველმა ცენტრმა უკვე გააფორმა ახალბედისთვის გარანტირებული კონტრაქტი ინდიანა პეისერსთან. ეს NBA-ს ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა. 

წაიკითხე | 'ახალ სეზონში ინდიანაში ველი' - ამერიკელი სენატორი, ვინც ბითაძეს ვიზა მიაღებინა

გოგა ბითაძე ინდიანამ მე-18 ნომრად აირჩია. გოგას კლუბმა ახალბედისთვის გარანტირებული მაქსიმუმი (120%) შესთავაზეს. 

პირველ სეზონში გოგა $2,82 მილიონს მიიღებს. სულ კი 4 სეზონში $13.64 მილიონს! 

კომენტარები

ბოლო ამბები