Thumbnail
  • მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ რეიტინგები განაახლა
  • გელა ზაალიშვილმა ტედი რინერს ერთი ადგილით გადაასწრო
  • ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ათეულში შევიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტში დასრულებულ ძიუდოს გრან პრიზე 3 მედალი მოიპოვა: ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა, სადაც სამივე ძიუდოისტმა რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია. 81-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ჩემპიონი ბუდაპეშტში, ტატო გრიგალაშვილი რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და 24-ე ადგილზეა.

ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტში ოქრო მოიგო! 🇬🇪🇬🇪🇬🇪 ტალანტი, რომელიც ოლიმპიადისკენ სვლას იწყებს!

Posted by Silk Sport on შაბათი, 13 ივლისი, 2019

ბექა ღვინიაშვილი 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიის რეიტინგის ათეულში შევიდა. მან მე-13 ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედალი მოიგო

ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედალი მოიგო

Posted by Silk Sport on კვირა, 14 ივლისი, 2019

გელა ზაალიშვილმა მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი უზბეკ ოლტიბოევს მოუგო და მძიმე წონის მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში 23-ე ადგილზე გადაინაცვლა, რითიც ტედი რინერს გადაასწრო.

ახლა რინერს 2050 ქულა აქვს და ზაალიშვილს 66 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურნირი ზაგრების გრან პრი იქნება, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოს ტოკიოში დაიწყება.

გელა ზაალიშვილის გამარჯვება უზბეკ ოლტიბოევთან

გელა ზაალიშვილის გამარჯვება უზბეკ ოლტიბოევთან

Posted by Silk Sport on კვირა, 14 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები