Thumbnail
  • RugbyPass-მა მსოფლიოს თასის ისტორიაში საუკეთესო ფორმები დაასახელა
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მეხუთედ გამოვა

ცნობილმა სარაგბო საიტმა RugbyPass-მა 2019 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილე 20-ვე ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მაისურები გამოავლინა მსოფლიოს თასის ისტორიაში. 

საქართველოს სარაგბო ნაკრები 2003 წლიდან რეგულარულად გადის მსოფლიოს თასზე, იაპონიაში "ბორჯღალოსნები" მე-5 მსოფლიოს თასზე მიიღებენ მონაწილეობას. 

2011-ში თეთრო ფორმითაც ვითამაშეთ

2003 (ავსტრალია), 2007 (საფრანგეთი), 2011 (ახალი ზელანდია) და 2015 (ინგლისი) წლების მაისურებიდან RugbyPass-მა 2011 წლის ფორმა გამოარჩია - მაშინ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 1 თამაში მოიგო და 3 წააგო. 

2011 წ. საქართველო V ინგლისი

აი, რას წერს საიტი: "2003 წლის სადებიუტო მსოფლიოს თასის შემდეგ საქართველომ მკვეთრად შეცვალა ფორმის ფერები. მეწამულისა და შავის საშინელი კომბინაციის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორმა დიზაინის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. წითელი და თეთრი ფერებით გაწყობილი KooGa-ს ფირმის მაისურები 2011 წლის მსოფლიოს თასზე, ალბათ, საუკეთესო იყო ამ ქვეყნის ნაკრებისთვის - სადა და სასიამოვნო", - წერს RugbyPass.

ბორჯღალოსნების ფორმები მსოფლიოს თასზე

2003 წელს საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიოს თასებზე Kukri-ს ფირმის მაისურებით შედგა.

2007 წელს საფრანგეთში საქართველოს ნაკრები უკვე წითელ-თეთრი მაისურებით გამოვიდა, რაც ქვეყანაში ეროვნული დროშის შეცვლამ გამოიწვია.

2011 წელს ნაკრები კვლავ წითელი (ან თეთრი) მაისურებით ასპარეზობდა ახალ ზელანდიაში.
2015 წელს "ბორჯღალოსნები" ინგლისში Under Armour-ის მაისურებით ასპარეზობდნენ. ფორმაში შავი ფერი სჭარბობდა წითელს. 2019 წელს საქართველოს ნაკრები იაპონიაში Canterbury-ის მაისურებით იასპარეზებს, პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა. 

2015 წლის მსოფლიოს თასის "ოლ ბლექსის" ფორმა საუკეთესო იყო

RugbyPass-მა სხვა ქვეყნის საუკეთესო მაისურებიც დაასახელა. 

კომენტარები

ბოლო ამბები