Thumbnail

'ახალ სეზონში ინდიანაში ველი' - ამერიკელი სენატორი, ვინც ბითაძეს ვიზა მიაღებინა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სენატორი ტოდ იანგი, ვისი დახმარებითაც ბითაძემ ვიზა მიიღო
  • რას წერს სენატორი ტვიტერზე

გოგა ბითაძის ამერიკული კარიერა სავიზო პრობლემით დაიწყო - ქართველი ცენტრისთვის სამუშაო ვიზის მიღება გაჯანჯლდა, რის გამოც მან NBA-ს საზაფხულო ლიგა გამოტოვა, ინდიანაპოლისში კი მაშინ ჩავიდა, როცა პეისერსი ლას ვეგასში ბოლო მატჩს თამაშობდა. 

პეისერსის ბანაკში ამტკიცებდნენ, რომ ბითაძის საქმეზე აშშ-ის სახელისუფლებო წრეები იყვნენ ჩართული. გაიცანით ამერიკელი სენატორი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გოგამ საბოლოოდ მაინც მიიღო ნანატრი ვიზა - 47 წლის რესპუბლიკელი ინდიანას შტატიდან ტოდ იანგი. ის 2016 წლიდან არის ამერიკის სენატში და ინდიანა პეისერსის ფანია. 

"მოხარული ვარ, რომ გოგა ბითაძეს ვიზის მიღების პროცესში დავეხმარე. ახალ სეზონში მას ინდიანას შემადგენლობაში ველი", - დაწერა ტოდ იანგმა ტვიტერზე. 

მეტი ამ თემაზე

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე 20 ივნისს NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია. პირველ წრეში არჩეული 30 კალათბურთელიდან მხოლოდ ჩუმა ოკეკე (ორლანდო) და გოგა დარჩნენ, რომელთაც კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები