Thumbnail

'საბურთალო შეუტევს, რადგან ეს ჩვენი სტილია' - გიორგი ჭიაბრიშვილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 16 ივლისი | ⌚ 21:30 | ⚽ საბურთალო თბილისი V შერიფი ტირასპოლი 
  • თბილისური გუნდი შერიფთან მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება

16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის საბურთალო ტირასპოლის შერიფს უმასპინძლებს. ქართულმა გუნდმა პირველი მატჩი მოლდოვაში 3:0 მოიგო და ცალი ფეხით მომდევნო ეტაპზეა. თბილისური მატჩის წინ, საბურთალოს მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და კომენტარები გააკეთა…

გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, საპასუხო მატჩისთვის სული სერიოზულობით ემზადებიან. გუნდი ოპტიმალური შემადგებლობით ხვდება შერიფთან თბილისურ შეხვედრას.

ჭიაბრიშვილმა მოლდოვაშივე უთხრა ფეხბურთელებს რომ საქმის მხოლოდ ნახევარია გაკეთებული და თბილისში ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. საბურთალოს მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მზად არიან შერიფთან მეორე მატჩისთვის.

პირველი მატჩი საბურთალომ 3:0 მოიგო
📷 | აბურთალო

ჭიაბრიშვილმა ლევან ყენიაზეც ისაუბრა. მწვრთნელის თქმით, ლევანი გუნდთან ერთადაა და ვარჯიშობს, მაგრამ ფორმაში არ არის და შესაბამისად, ვერც შერიფის წინააღმდეგ ითამაშებს. სათამაშოდ მზადაა ელვინ ტერა, მაგრამ ვიხილავთ თუ არა მოედანზე, ამას თამაშის დღეს გავიგებთ.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს დაცვითი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია და შესაბამისად, საბურთალო აუცილებლად შეუტევს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის სტილი და საფეხბურთო ფილოსოფია სწორედ შეტევაა.

კომენტარები

ბოლო ამბები