Thumbnail

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო FIFA-ს IOC-ის და IAAF-ის წინააღმდეგ

  • აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სამი უმსხვილესი სპორტული ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს.
  • ფეხბურთის მმართველებს ბლატერიც უჩივის.

სამი უმსხვილესი სპორტული ორგანიზაცია, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA, IOC და IAAF) აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს დარტყმის ქვეშაა. NY TIMES-ის ინფორმაცით გამოძიება დაიწყო ფულის გამოძალვის და თაღლითობის ბრალდებით.

ამერიკული ინსტიტუციის ეჭვს მძლეოსნობაში 2019 და 2021 წლებში, 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის და 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილების შერჩევისას პროცესის გამჭირვალობა და სამართლიანობა იწვევს. 

ამერიკული პრესის ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენლის ინფორმაციით, აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა მასპინძელი ქვეყნების და ქალაქების შერჩევის პროცედურის ყველა დოკუმენტი გამოითხოვა. საქმის წარმოება ნიუ-იორკის შტატის პროკურატურას დაევალა. 

პარალელურ რეჟიმში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადეს ფიფას ყოფილი პრეზიდენტის ზეპ ბატერის ადვოკატებმა.

კომენტარები

ბოლო ამბები