Thumbnail

'ჯოკოვიჩი მეტ პატივისცემას იმსახურებს' - ბორის ბეკერი ფინალს გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბეკერი უიმბლდონის პუბლიკამ გააბრაზა
  • "ნოვაკს უნდა რომ ყველა დროის საუკეთესო გახდეს!" - ამბობს გერმანელი

გუშინ ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა და ტურნირი მეხუთედ მოიგო. დაძაბული ბრძოლის შემდეგ, მატჩს ჩოგბურთის გერმანელი ლეგენდა - ბორის ბეკერი გამოეხმაურა, რომელიც 2013-16 წლებში სერბის მწვრთნელი გახლდათ.

უიმბლდონის მთავარ კორტზე 15,000 მაყურებელი იყო შეკრებილი, რომელთა უმეტესობაც აშკარად როჯერ ფედერერს გულშემატკივრობდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ნოვაკ ჯოკოვიჩს საერთოდ დაუსტვინეს კიდეც - ბორის ბეკერი ამ ფაქტმა გააღიზიანა.

"ფედერერი ყველა დროის საუკეთესოა ჩოგბურთელია და გასაგებია ხალხის მისდამი განწყობა, მისდამი სიმპატია, თუმცა მის წინააღმდეგ 4 გზის უიმბლდონის ჩემპიონი თამაშობდა და ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინათ მისდამი." - ამბობს ბეკერი.

"მომავალ წელს, თუ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, იმედია ასეთი გარემო აღარ იქნება. ის რაფას და როჯერის წვეულებაზე გამოჩნდა და მათ საღამო ჩაუშხამა - რაღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. 16 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული და ვალდებული ვართ ეს დავუფასოთ.

"ნოვაკი ჯერ ბოლომდე ბედნიერი არ არის, მას უნდა რომ ყველა დროის საუკეთესო გახდეს! რისთვისაც ყველაფერს აკეთებს და 24/7 მუშაობს ამისთვის. მეც მგონია, რომ ნადალს და ფედერერს გადაასწრებს, თუმცა ეს ისეთი საქმეა გადაჭრით რა თქმა უნდა ვერ იტყვი."

კომენტარები

ბოლო ამბები