Thumbnail
  • ლეიკერსში გადასულ ვარსკვლავს სურს, რომ მხოლოდ NBA-ზე იყოს კონცენტრირებული
  • ამის გამო ენტონი დევისი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე უარს ამბობს

NBA-ს სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა შაბათს განაცხადა, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსი მომავალ სეზონში მთავარი ფავორიტი იქნება. “ჩემი აზრით, ჩვენ ყველა სხვა გუნდზე ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება,” - განაცხადა მან წარდგენისას. ახლა კი, გაირკვა, რომ 26 წლის Big Man მსოფლიოს ჩემპიონატზე (ჩინეთში) არ იასპარეზებს.

ამერიკული სპორტული მედიის ინფორმაციით, ნიუ ორლეანსიდან ლეიკერსში გადასული ცენტრი აშშ-ის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაჰყვება. დევისი გრეგ პოპოვიჩის 20-კაციან განაცხადშია. როგორც იცით, მწვრთნელმა ჩინეთში 12 კალათბურთელი უნდა წაიყვანოს.

პოპოვიჩმა 20-კაციანი შემადგენლობა ივნისში დაასახელა. მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის (31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე) უმთავრესი ფავორიტია.

აშშ-ის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა

ჰარისონ ბარნსი (საკრამენტო), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), ერიკ გორდონი (ჰიუსტონი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), ტობიას ჰარისი (ფილადელფია), დამიან ლილარდი (პორტლენდი), კევინ ლავი (კლივლენდი), კაილ ლოური (ტორონტო), სიჯეი მაკკალუმი (პორტლენდი), კრის მიდლტონი (მილოუკი), მაილს ტერნერი (ინდიანა), კემბა უოკერი (შარლოტი), კაილ  კუზმა (ლეიკერსი), ბრუკ ლოპესი (მილოუკი), პოლ მილსეპი (დენვერი), დონოვან მიტჩელი (იუტა), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), პიჯეი ტაკერი (ჰიუსტონი).

კომენტარები

ბოლო ამბები