Thumbnail

'იაპონელი მესი' რეალის ვარჯიშზე - დაიმახსოვრეთ ტაკეფუსა კუბო!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 18 წლის იაპონელი ფორვარდი მადრიდის რეალის ვარჯიშზე საოცრებებს აკეთებს
  • ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას აღზრდილია, რეალში ამ ზაფხულს გადავიდა

18 წლის იაპონელი თავდამსხმელი ტაკეფუსა კუბო, რომელიც მადრიდის რეალში ამ ზაფხულს გადავიდა, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თავისი ტექნიკით ყველას აოცებს. 

"იაპონელი მესი", როგორც კუბოს ხშირად მოიხსენიებენ, მადრიდულ გრანდში ივნისში, დაახლოებით 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 6 წლით გააფორმა. იუწყებოდნენ, რომ თავდაპირველად კუბო რეალის მეორე გუნდში, კასტილიაში შეეცდებოდა თავის წარმოჩენას, თუმცა, როგორც ჩანს, არც მთავარ გუნდში უჭირს მწვრთნელების ყურადღების მიპყრობა.

მეტი ამ თემაზეკუბო მადრიდში - რეალმა 'იაპონელი მესი' იყიდა

კუბო ბარსელონას აღზრდილია, თუმცა ფიფას სანქციების გამო, ნიჭიერ ფეხბურთელს ჯერ იაპონიაში დაბრუნება მოუხდა (ბოლო დრომდე ტოკიოსა და იოკოჰამაში გამოდიოდა), საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ კატალონიელთა პრინციპული მეტოქის ბანაკში აღმოჩნდა. იაპონელ ტალანტს ეროვნულ გუნდში უკვე ჰქონდა დებიუტი - სალვადორთან შეხვედრაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები