Thumbnail

გაგამარუმ მოგება გაიხსენა - ქართველის მე-2 გამარჯვება ნაგოია ბაშოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ ნაგოია ბაშოზე მეცხრე დღის შეხვედრა მოიგო
  • ქართველი სუმოისტის ბალანსი ტურნირზე - 2:7

ნაგოია ბაშოს მეცხრე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-9 ბრძოლა ჩაატარა და მეორე გამარჯვება მიითვალა.

ქართველი სუმოისტი ჯურიოს დივიზიონის მეშვიდე ნომერს, დაიშომარუს დაუპირისპირდა. გაგამარუმ იორიკირის ილეთით მოიგო. 

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 2:7-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი, კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში, უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები