Thumbnail

საქართველომ ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო - შვედეთიც დამარცხებულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 73:64 შვედეთი
  • ქართველებმა ჯგუფში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზონში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი დაამარცხა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საქართველო 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით პირველ ადგილზეა.

ახალგაზრდა კალათბურთელებმა შვედი თანატოლები 9 ქულით, 73:64 დაამარცხეს. ნაკრებს რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 3 გადაცემა დააკლდა - მან 34 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ორი მატჩი რჩება. 16 ივლისს ქართველი კალათბურთელები კოსოვოს შეხვდებიან, ხოლო 17 ივლისს ესტონეთს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები