Thumbnail

კურიოზი ბელგიაში - რატომ არ გამოცხადდა ჩაკვეტაძე გენტის გუნდური ფოტოს გადაღებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენტში მედიის დღე გაიმართა
  • სად დაიკარგა გიორგი ჩაკვეტაძე

14 ივლისს გენტში მედიის დღე გაიმართა, ბელგიური კლუბის ფეხბურთელები 4 ათასამდე ფანს შეხვდნენ, დაარიგეს ავტოგრაფები, ღია ვარჯიში მოაწყეს და ბოლოს ოფიციალური გუნდური ფოტოც გადაიღეს.

ჩაკვეტაძის ლოდინში
იპოვეს...

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით კვლავ გენტში ირიცხება გიორგი ბერიძე, თუმცა მისთვის ნომერი არ მიუნიჭებიათ, მაგრამ მედიის დღეზე იყო. მოკლედ, გუნდში მესამე გიორგის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ ჩანს. გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ასევე იყვნენ მედიასთან შეხვედრაზე. 

19 წლის ჩაკვეტაძეს კურიოზიც შეემთხვა. მოგეხსენებათ, გიორგი ტრავმირებულია და ის ვარჯიშში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, როცა გუნდი ერთობლივი ფოტოს გადასაღებად "ბუფალო არენაზე" მოემზადა, აღმოჩნდა, რომ გენტის ახალი "ათიანი" იქ არ იყო. ქართველი ლიდერის გარეშე ფოტოს გადაღება კლუბის ხელმძღვანელობამ იუარა (ეს კიდევ ერთი საბაბი იქნებოდა მედიაში სატრანსფერო სპეკულაციებისთვის), მისმა ძებნამ კი 20 წუთი წაიღო.

აღმოჩნდა, რომ ჩაკვეტაძეს... ეძინა, მან უბრალოდ ვერ გაიღვიძა დროულად. დაგვიანებული გიორგი ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ გუნდურ ფოტოში მაინც მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამოდან გენტში 2 წლის წინათ გადასულ გიორგი ჩაკვეტაძეს "ტრანსფერმარკტი" 9 მილიონ ევროდ აფასებს. ტრავმის მიღებამდე ქართველი შემტევი ნახევარმცველით თითქმის ყველა გრანდი იყო დაინტერესებული, ბარსელონას სკაუტები ანდორა-საქართველოს მატჩსაც კი დაესწრნენ.

წაიკითხე | ათიანს ათიანი! გენტმა ჩაკვეტაძეს ყველაზე პრესტიჟული ნომერი მისცა

ჩაკვეტაძემ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და სეზონის პირველ სამ-ოთხ თვეს გუნდს ვერ დაეხმარება. 

ჩაკვეტაძე და ქვილითაია პატარა ფანებთან ერთად

კომენტარები

ბოლო ამბები