Thumbnail
  • სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს.
  • პრემიერლიგამ სატრანსფერო ხარჯების თვალსაზრისით ყველა რეკორდი მოხსნა.
  • შედარებისთვის: ინგლისურმა კლუბებმა 464 მილიონი დახარჯეს, იტალიურმა კლუბებმა - 30 მილიონი.

ტრადიცია გრძელდება: ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა ისევ ყველაზე მეტი ფული დახარჯეს.

20-მა გუნდმა ახალ ფეხბურთელებში ჯამში დაახლოებით 464 მილიონი ევრო დახარჯა, გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ კი, ინგლისურმა გუნდებმა 372 მილიონი ევრო მიიღეს. ტრანსფერების ბოლო დღეს პრემიერლიგის კლუბებმა 170 მილიონი დახარჯეს. ორივე მაჩვენებელი რეკორდია!

ოლივიე ჟირუ არსენალიდან ჩელსიში გადავიდა

მეორე ადგილზე ესპანეთის ლა ლიგაა. პრიმერადივიზიონის გუნდებმა ზამთარში 277 მილიონი დახარჯეს და 166 მილიონი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მარტო ბარსელონამ ფილიპე კოუტინიოში 120 მილიონი ევრო გადაიხადა. მესამე გერმანიის ბუნდესლიგაა - დახარჯეს 75,5 მილიონი, მიიღეს 113 მილიონი.

საინტერესოა ისიც, რომ ფრანგულმა კლუბებმა უფრო მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე იტალიურმა გუნდებმა. ლიგა 1-ის კლუბების ხარჯმა 57,3 მილიონი ევრო შეადგინა (შემოსავალი: 72,4 მილიონი). სერია A-ს კლუბებმა კი მხოლოდ და მხოლოდ 30 მილიონი დახარჯეს, სამაგიეროდ, 83 მილიონი მიიღეს.

ზამთრის ტრანსფერები

კომენტარები

ბოლო ამბები