Thumbnail

ოქსანა კალაშნიკოვას 30-ე ტიტული - მან საფრანგეთში 100-ათასიანი ტურნირი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კალაშნიკოვამ წყვილებში კარიერაში 30-ე ტიტული მოიპოვა
  • 28 წლის კალაშნიკოვა ორშაბათს 66-ე ჩოგანი გახდება

საფრანგეთის ქალაქ კონტრექსვილში 100 ათასიანი ტურნირი ქალთა შორის ოქსანა კალაშნიკოვასა (საქართველო, 72 წყვილებში) და ხეორხინა გარსია პერესის (ესპანეთი) წყვილმა მოიგო. ფინალში მათ ანა დანილინა (ყაზახეთი) და ევა ვაკანო (ჰოლანდია) დაამარცხეს - 6:3, 6:3 და მთავარი პრიზი მოიპოვეს. ოქსანა და ხეორხინა ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილები. 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კალაშნიკოვამ წინა კვირაში უიმბლდონზე იასპარეზა, სადაც კარიერაში მეორედ შეძლო მეორე წრეში გასვლა. 

კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში 30-ე ტიტულს შეწვდა (აქედან 5 WTA-ს ეგიდით, 25 - ITF-ის). ამას დავუმატოთ ხუთი ტიტული ერთეულებში (მხოლოდ ITF-ის ეგიდით). 

ცაცია ქართველის უდიდესი მიღწევა WTA-ს წყვილთა რეიტინგში 43-ე პოზიციაა (2016 წ), ერთეულებში კი (სადაც აღარ ასპარეზობს) - 156-ე (2010 წელს). ამ ორ კვირაში ოქსანამ 170 ქულით გაიმდიდრა მარაგი. ასე რომ, 15 ივლისს ახალ რეიტინგში ის 66-ე პოზიციაზე იქნება. 

კონტრექსვილში სოფიო შაფათავას (საქართველო) და ემილი ვებლი-სმითს  (დიდი ბრიტანეთი) განთესვით მესამე ნომერი ჰქონდათ. ისინი ნახევარფინალში სწორედ კალაშნიკოვასა და პერესის დუეტთან დამარცხდნენ - 3:6, 4:6. 

კომენტარები

ბოლო ამბები