Thumbnail

ლეგენდარული ფინალის შემდეგ ფედერერმა და ჯოკოვიჩმა მატჩზე ისაუბრეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • "სამწუხაროდ ჩოგბურთში ერთი კაცი ყოველთვის აგებს" - ჯოკოვიჩი
  • "ახლა ცოტახნით მამობას და კარგი ქმრის როლს დავუბრუნდები" - ფედერერი

დღევანელი ფინალი ჩოგბურთის მოყვარულებს არასდროს დაავიწყდებათ. უიმბლდონის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტიტული დრამატულ, 5-საათიან ბრძოლაში დაიცვა.

ეს იყო ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ფინალი უიმბლდონის ისტორიაში, რომელშიც სერბმა როჯერ ფედერერი 7:6 (7:5), 1:6, 7:6 (7:4), 4:6, 13:12 (7:3) დაამარცხა. კარგად დააკვირდით მეხუთე, გადამწყვეტი სეტის ანგარიშს: 13:12 (7:3)!!!

ლეგენდარული მატჩის შემდეგ, ფინალისტებმა მატჩზე და მის გარშემო მოვლენებზე ისაუბრეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს დავუპირისპირდი - როჯერს! სამწუხაროდ ჩოგბურთის მატჩში ერთი კაცი ყოველთვის აგებს და დღეს ამისი შანსი ორივეს გვქონდა. როჯერის თამაში გვარწმუნებს იმაში, რომ ასაკის მიუხედავად ყველაფერია შესაძლებელი.

როჯერ ფედერერი: "37 წლის ასაკშიც, დასრულებული ჯერ არაფერია! დიდებული მატჩი იყო, მაგრამ მინდა მალე დავივიწყო. რაღაც მხრივ ბედნიერი ვარ, შეხვედრას ყველაფერი გააჩნდა რაც ჩოგბურთს უნდა ჰქონდეს და ალბათ ამიტომ. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, ნოვაკი დიდებული იყო! ახლა ცოტახნით მამობას და კარგი ქმრის როლს დავუბრუნდები.

კომენტარები

ბოლო ამბები