Thumbnail

'ლიგის, ლა ლიგის და თასის მოგება მინდა!' - ბარსამ გრიზმანი წარადგინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარსამ გრიზმანი წარადგინა
  • საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ბარსაში 17 ნომრიანი მაისურით ითამაშებს...

2 დღის წინ ბარსელონამ 28 წლის ფრანგი თავდამსხმელის -ანტუან გრიზმანის შეძენა დაადასტურა. კატალონიურმა გრანდმა მადრიდის ატლეტიკოს მსოფლიოს ჩემპიონში 120 მილიონი ევრო გადაუხადა.

დღეს კი კატალონიელებმა გრიზმანი ოფიციალურად წარადგინეს, კამპ ნოუზე ატლეტიკოს ყოფილი ვარსკვლავი პრესის და ფანების წინაშე წარსდგა - "იმედი მაქვს ამ დიდ გუნდს, უფრო დიდი სახელის მოხვეჭაში დავეხმარები." - ამბობდა გრიზმანი წარდგენაზე.

"მოუთმენლად ველი ჩემ ახალ გუნდელებთან ერთად თამაშს, კამპ ნოუს წინაშე თამაშს და მთავარ მწვრთნელთან ერთად მუშაობას, დიდი იმედი მაქვს ბარსასთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ." - განაცხადა გრიზმანმა, რომელმაც დღეს თანაგუნდელები გაიცნო.

ასევე ცნობილი გახდა რომ გრიზმანი ფელიპე კოუტინიოს ნომერს აღარ წაართმევს და ბარსაში 7-ის ნაცვლად, 17 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. თუმცა თუ ბრაზილიელი წელს კლუბს დატოვებს მის ნომერს ალბათ გრიზმანი დაისაკუთრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები