Thumbnail

მესამე მედალი ბუდაპეშტიდან - გელა ზაალიშვილის ბრინჯაო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოიგო
  • ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალი კოკორო კაგეურასთან წააგო

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე, მძიმე წონაში, გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევთან იჭიდავა, რომელსაც ონისე ბუღაძე ჰყავდა დამარცხებული.

ზაალიშვილმა პირველი ვაზარი გაუშვა, თუმცა შეხვედრის შემოტრაილება მოახერხა და საბოლოოდ მეტოქე დაამარცხა, რითიც ბუდაპეშტის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

📺 ვიდეო: გელა ზაალიშვილი V ბეკმუროდ ოლტიბოევი

გელა ზაალიშვილის გამარჯვება უზბეკ ოლტიბოევთან

გელა ზაალიშვილის გამარჯვება უზბეკ ოლტიბოევთან

Posted by Silk Sport on კვირა, 14 ივლისი, 2019

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ სამ შეხვედრაში მარტივად გაიმარჯვა, თუმცა ნახევარფინალში კოკორო კაგეურასთან 56 წამში დამარცხდა, რის გამოც ოქროს მედლისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიგო, ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები