Thumbnail

‘გერმანულს ვსწავლობ!’ - ჟოზე მოურინიოს ბუნდესლიგაში მუშაობა სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ‘გაძეტა დელო სპორტში’ ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ გამოქვეყნდა
  • პორტუგალიელი გერმანულ ენას სწავლობს - ბაიერნისთვის?

6 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო უმუშევარია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი გერმანიაში მუშაობაა.

“ახლა გერმანულს ვსწავლობ. ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და იტალიური ვიცი. გერმანული ენა მაკლდა და ვსწავლობ,” - უთხრა 56 წლის ჟოზემ ‘გაძეტა დელო სპორტს’.

შესაბამისად, ცხადია, რომ ჟოზეს გერმანიაში სურს მუშაობა: “საერთოდ არაფერს გამოვრიცხავ და მათ შორის, რა თქმა უნდა, არც გერმანიას,” - დასძინა პორტუგალიელმა.

ჟოზე მოურინიო დეკემბრის შემდეგ უმუშევარია

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. მან ინგლისურ გრანდში ორწელიწადნახევარი იმუშავა. მას მერე ჟოზემ არაერთხელ თქვა, რომ მუშაობის დაწყება უნდა, ოღონდ ტოპ-კლუბში, ან რომელიმე ეროვნულ ნაკრებში. მოურინიომ უარი თქვა ჩინეთში მუშაობაზე - მიუხედავად იმისა, რომ სარეკორდო ხელფასს სთავაზობდნენ.

მოურინიოს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული - 2004 წელს პორტუსთან ერთად, 2010 წელს კი მილანის ინტერით. გარდა ამისა ის მწვრთნელის რანგში 3-3-ჯერ იყო ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონი. ბოლო ტიტული, რომელიც ჟოზემ მოიგო ევროპალიგაა - 2017 წელს, იუნაიტედთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები