Thumbnail

ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტის გრანპრიზე ბრინჯაო მოიგო!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოიგო
  • ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალი კუბელ სილვა მორალესთან დათმო

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე, ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახ ისლამ ბოზბაიევთან იჭიდავა. ბექამ მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ბევრი იაქტიურა და ბოზბაიევს სამი შიდო მიაღებინა, რითიც ბრძოლაც მოიგო.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ სამ შეხვედრაში მარტივად გაიმარჯვა, თუმცა მეოთხედფინალი კუბელ სილვა მორალესთან დათმო, რეპეშაჟში კი ტაჯიჯ კომრონშოხ უსტოპირიონს აჯობა.

📺 ვიდეო: ბექა ღვინიაშვილი V ისლამ ბოზბაიევი

ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედალი მოიგო

ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედალი მოიგო

Posted by Silk Sport on კვირა, 14 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები