Thumbnail
  • აიაქსის და იუვენტუსის შემდეგ, მატეის დე ლიხტი და იტალიური გრანდიც შეთანხმდნენ
  • 19 წლის ჰოლანდიელს ტურინში ხვალ ელოდებიან

ნომერ პირველი იტალიური სპორტული გამოცემა, ‘გაძეტა დელო სპორტი’ წერს, რომ ჰოლანდიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა მატეის დე ლიხტმა კვირას ტურინის იუვენტუსთან შეთანხმებას მიაღწია. მართალია, არა ოფიციალურად, მაგრამ ტრანსფერი თითქმის დაადასტურა ამსტერდამია აიაქსმაც.

იტალიური გრანდი 19 წლის ცენტრალურ მცველს 70 მილიონ ევროდ შეიძენს. თუმცა, შეთანხმებაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ბონუსები, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში, ამსტერდამული კლუბი მეტსაც მიიღებს.

დე ლიხტს ტურინში ორშაბათს ელოდებიან

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, დე ლიხტის ხელფასი იუვენტუსში 15-დან 20 მილიონ ევრომდე იქნება. მის კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ჰოლანდიელი ფეხბურთელის მომავალმა მსურველმა იუვეს 150 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ დე ლიხტი იუვენტუსში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

პარასკევს ჰოლანდიური მედია აიაქსისა და იუვენტუსის შეთანხმებაზე წერდა, შაბათს კი ამსტერდამულმა კლუბმა ტვიტერზე ირიბად დაადასტურა, რომ დე ლიხტი გუნდს ტოვებს. აიაქსმა ‘ტვიტერზე’ გამოაქვეყნდა პოსტი, რომელშიც ეწერა, რომ დე ლიხტი ავსტრიულ შეკრებაზე შესაძლო ტრანსფერის გამო არ მიდის.

მატეის დე ლიხტის ტრანსფერი ტურინის იუვენტუსისთვის უდიდესი წარმატებაა - ჰოლანდიელისთვის ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენიც იბრძოდნენ. ჰოლანდიელმა გადაწყვეტილება საბოლოოდ იუვენტუსის სასარგებლოდ მიიღო და ცნობილია, რომ ამ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ერთა ლიგის მატჩის შემდეგ, ახალგაზრდა ჰოლანდიელს იუვენტუსში გადასვლისკენ მოუწოდა. დე ლიხტის ტრანსფერის შემდეგ, იუვენტუსი, დიდი ალბათობით, ლეონარდო ბონუჩის გაყიდის.

კრიშტიანო რონალდო და მატეის დე ლიხტი

შეგახსენებთ, რომ მატეის დე ლიხტი აიაქსის შესანიშნავი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ და ეს პირველ რიგში მისი დამსახურება იყო. აღსანიშნავია, რომ აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სწორედ იუვენტუსი დაამარცხა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები