Thumbnail

ქართული დუელი ბუდაპეშტში - შერაზადიშვილის ლამაზი იპონი ჭრიკიშვილთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბუდაპეშტის გრანპრიზე ჭრიკიშვილმა შერაზადიშვილთან წააგო
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ვერ აგრძელებს

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე, 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, 'ქართული შეხვედრა' გაიმართა - ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ავთანდილ ჭრიკიშვილს დაუპირისპირდა.

ორივე ძიუდოისტს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოგებული აქვს. ნიკოლოზი ამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. მან ჭრიკიშვილს ბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე იპონით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, ავთანდილი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვისაც ვერ გააგრძელებს. ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მისი მეტოქე კუბელი სილვა მორალესია.

შერაზადიშვილის ლამაზი იპონი ჭრიკიშვილთან

ავთანდილ ჭრიკიშვილი V ნიკოლოზ შერაზადიშვილი

Posted by Silk Sport on კვირა, 14 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები