Thumbnail

აზარმა რეალში ბექჰემის და იოზილის ნომერი აირჩია! სხვები დაკავებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ‘მარკას’ ინფორმაციით, მარიანო დიასი ედენ აზარს შვიდიანს არ უთმობს
  • ბელგიელი, დიდი ალბათობით, 23-ე ნომრით ითამაშებს
  • გაისად რეალში ათიანი გათავისუფლდება

მართალია, რეალის მაღაზიებში უკვე იყიდებოდა ედენ აზარის მაისურა მე-7 ნომრით, მაგრამ ‘მარკას’ ინფორმაციით, მადრიდული გრანდის ბელგიელი ახალწვეული ამ ნომრით არ ითამაშებს!

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გადაწყვიტა, რომ რეალში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშოს. ‘სამეფო კლუბში’, ნორმალური ნომრებიდან მხოლოდ 23, 16 და 18 არის თავისუფალი.

23-ე ნომრით გასულ სეზონში სერხიო რეგილონი ასპარეზობდა, რომელიც სევილიაში გადავიდა. მე-7 ნომერი მარიანო დიასს აქვს, რომელსაც არც რეალიდან წასვლა სურს და არც ამ ნომერზე უარის თქმა. შესაბამისად, აზარი იძულებული გახდა, სხვა ნომერი აირჩიოს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდულ გრანდში თამაში თავის დროზე მესუთ იოზილმა, ისკომ და დევიდ ბექჰემმაც 23-ე ნომრით დაიწყეს. ცნობილია, რომ ბექზმა, რომელიც NBA-ს ფანია, ეს ნომერი მაიკლ ჯორდანის გამო აიღო.

21 ივლისს რეალი პირველ ტესტ-მატჩს გამართავს ბაიერნთან, თუმცა იმ შეხვედრაში გამოყენებული ნომრები, შესაძლოა, საბოლოო არც იყოს, რადგან სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდეა ღია.

შესაძლოა, 23-ე ნომერი აზარს მხოლოდ მომავალ სეზონში ჰქონდეს. საერთოდ, მისი საყვარელი ნომერი ათიანია, რომელიც რეალში ლუკა მოდრიჩს აქვს. ხორვატი გამთამაშებელი სექტემბერში 34 წლის ხდება და, დიდი ალბათობით, მადრიდულ გრანდში უკანასკნელ სეზონს ჩაატარებს. თანაც, მას კონტრაქტი სწორედ 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. ასე რომ, აზარს შეუძლია, გაისად ‘ათიანი’ აიღოს.

რეალის ფეხბურთელების ნომრები დღეს

1. კეილორ ნავასი
2. დანი კარვახალი
3. ხესუს ვალეხო
4. სერხიო რამოსი
5. რაფაელ ვარანი
6. ნაჩო ფერნანდესი
7. მარიანო დიასი
8. ტონი კროოსი
9. ქარიმ ბენზემა
10. ლუკა მოდრიჩი
11. გარეთ ბეილი
12. მარსელო
13. ტიბო კურტუა
14. კაზემირო
15. ფედერიკო ვალვერდე
16. თავისუფალია
17. ლუკას ვასკესი
18. თავისუფალია
19. ალვარო ოდრიოსოლა
20. მარკო ასენსიო
21. ბრაჰიმ დიასი
22. ისკო
23. თავისუფალია (ედენ აზარი?)
24. დანი სებალიოსი
25. თავისუფალია
28. ვინისიუს ჟუნიორი
? ედენ აზარი
? ლუკა იოვიჩი
? ედერ მილიტაო
? ფერლან მენდი
? როდრიგო გოისი

კომენტარები

ბოლო ამბები