Thumbnail

‘ყველაზე მაგარი გუნდი გვეყოლება!’ - ლეიკერსმა ენტონი დევისი წარადგინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეიკერსის ახალწვეულს თავისი გუნდი მომავალი სეზონის მთავარ ფავორიტად მიაჩნია
  • ენტონი დევისმა ნიუ ორლეანსიდან წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა

NBA-ს სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა განაცხადა, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსი მომავალ სეზონში მთავარი ფავორიტი იქნება.

“ჩემი აზრით, ჩვენ ყველა სხვა გუნდზე ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება,” - განაცხადა მან წარდგენისას.

ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი პრეზენტაციაზე

Big Man-მა ასევე ნიუ ორლეანსიდან წასვლაზეც ისაუბრა: “რა თქმა უნდა, რთული იყო იმ ქალაქის დატოვება, სადაც 7 წელი ვითამაშე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მოვიდა დრო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა,” - აღნიშნა დევისმა.

ენტონი დევისი ტრეიდს ჯერ კიდევ თებერვალში ითხოვდა, ივნისში კი, როგორც იქნა, შეძლო და ლებრონ ჯეიმსის გარშემო აწყობილ ლეიკერსს შეუერთდა.

“როცა შევიტყვე, რომ ლეიკერსში გადასვლა შემეძლო, მივხვდი, რომ ეს იყო უნიკალური შანსი, მეთამაშა ამ შესანიშნავ გუნდში ლებრონთან ერთად. ეს იყო შესაძლებლობა, ვყოფილიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ ტიტულისთვის სურს ბრძოლა. ახლა მხოლოდ მომდევნო სეზონზე ვარ კონცენტრირებული, ჩემი მიზანია, რომ ლეიკერსმა NBA მოიგოს. რაც შეეხება მომავალს, ამის შესახებ გაისად ამ დროს მკითხეთ.” - განაცხადა 26 წლის დევისმა, რომელმაც ლეიკერსთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები