Thumbnail
  • იუთუბერმა ლიონელ მესიზე 20-წუთიანი ფილმი შექმნა
  • ვიდეო 3 დღეში ინტერნეტ-ჰიტი გახდა

ლიონელ მესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ბევრისთვის, ამ წინადადებაში “ერთ-ერთიც” ზედმეტია. არგენტინელის გრანდიოზული კარიერა სოციალურ ქსელებისა და YouTube-ის ეპოქას დაემთხვა, რის გამოც მესის გოლებისა და დრიბლინგების ნაკრებით ინტერნეტში უამრავი მომხმარებლის ვიდეო დევს.

ასეთი ვიდეოების ზუსტი, ან თუნდაც მიახლოვებული რაოდენობის დასახელება შეუძლებელია. ნახვების რაოდენობა ლეოს არცერთ ვიდეოს არ აკლია, მაგრამ ახლა, ერთმა იუთუბერმა შექმნა 20-წუთიანი ვიდეო, სადაც ასევე ლეოს გოლები, დრიბლინგები, საუკეთესო მომენტები და მის შესახებ ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ციტატები შეკრიბა და ამ ვიდეოს 3 დღეში 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს!

“ამ ვიდეოში ვბრუნდებით უკან, მისი კარიერის დასაწყისში და ყველა მაგიურ მომენტს კიდევ ერთხელ ნახავთ,” - ასე აღწერს ვიდეოს იუთუბერი, რომლის არხს MagicalMessi ჰქვია.

📺 ვიდეო: Lionel Messi - The GOAT - Official Movie

კომენტარები

ბოლო ამბები