- საქართველო 98:46 სომხეთი
- 14 ივლისს მეტოქე შვედეთია
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევრობასკეტის B დივიზიონში ორიდან ორი მოგება აქვს. ჰოლანდიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები დღეს სომხეთის ძალიან სუსტ გუნდს გაუმკლავდა.
სომხეთის ნაკრებმა პირველი მატჩი კატასტროფული ანგარიშით წააგო შვედეთთან - 26:149. თან, პირველ მეოთხედში ქულა არ ჩაუგდია. ამასთან შედარებით, პირველ მეოთხედში საქართველოს მიერ მოგებული 27:16 სომხეთის ნაკრებისთვის პროგრესი იყო. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ - 56:32.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ძალზე იოლად გაიმარჯვა - 52-ქულიანი უპირატესობით 98:46.
14 ივლისს საქართველოს ნაკრების მეტოქე შვედეთია, მატჩი 18:15-ზე დაიწყება (თბილისის დრო).
კომენტარები