Thumbnail

პლეი ოფი საფრანგეთთან - ოლიმპიადისთვის ბრძოლა გრძელდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საფრანგეთში ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი დაიწყო
  • საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა

საფრანგეთის ქალაქ კოლომიეში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მიმდინარეობს შვიდკაცა რაგბიში, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

მართალია, ზაზა ლეჟავას გუნდს კარგად არ უთამაშია, მაგრამ საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. 

12 გუნდიდან პლეი ოფში 8 გავიდა და მათ შორის საქართველოც, სწორედ ეს 8 ნაკრები გააგრძელებს ბრძოლას 14 ივლისს. 

პულში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, პლეი ოფში კი 3 პულის 2-2 საუკეთესო გუნდი და სამი მესამეადგილოსანიდან 2 გადიოდა. საქართველოს ნაკრებმა გატანილი და გაშვებული ქულებით უიღბლო მესამეადგილოსანს, რუსეთს აჯობა და მე-8 პოზიციით გავიდა პლეი ოფში.

პირველ შეხვედრაში ლეჟავას გუნდი გერმანიასთან 7:33 დამარცხდა. ინგლისს საქართველო ივანე ხელაიას ლელოს წყალობით უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ 4 ლელო გაიტანა - 7:24. ბოლო მატჩში შვიდკაცას ნაკრებმა ლიეტუვას 6 უპასუხო ლელო გაუტანა - 38:0.

14 ივლისს 14 საათზე საქართველო 1/4 ფინალში მასპინძელ საფრანგეთს ხვდება. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საგზურს მხოლოდ გამარჯვებული იღებს, მეორე-მესამეადგილოსნები კი 2020 წლის ივნისში რეპეშაჟში ითამაშებენ. საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს საფრანგეთი, საგზურისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. 

კომენტარები

ბოლო ამბები