Thumbnail

ბუდაპეშტის გრან პრი | ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა
  • საქართველოს ნაკრების აქტივში პირველი მედალია და თან, ოქრო

ბუდაპეშტის გრან პრიზე დღეს მხოლოდ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა!

ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტში ოქრო მოიგო! 🇬🇪🇬🇪🇬🇪 ტალანტი, რომელიც ოლიმპიადისკენ სვლას იწყებს!

Posted by Silk Sport on შაბათი, 13 ივლისი, 2019

ტატომ ფინალური ორთაბრძოლა ბრწყინვალედ წარმართა. თავიდანვე შეუტია ბრაზილიელ ჟოაო მაკედას და ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი იპონით დაამარცხა მეტოქე. გრიგალაშვილის უპირატესობა მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში აშკარა იყო. შედეგად, ბუდაპეშტის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების აქტივში პირველი მედალია და თან, ოქრო. 

გრიგალაშვილმა მთელი ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით განვლო. მეორე ეტაპიდან ჩაერთო ტურნირში და ჯერ ესპანელ მეტოქეს მოუგო, შემდეგ კი იტალიელს. მერვედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს სძლია, მეოთხედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ ატილა უნგვარის მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები