Thumbnail

უიმბლდონი | სერენას დასამარცხებლად საათიც არ დაჭირდა - ჰალეპი ჩემპიონია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სიმონა ჰალეპი 6:2, 6:2 სერენა უილიამსი
  • გამარჯვებულის კომენტარი მატჩის შემდეგ

უიმბლდონის ღია პირველობის ქალთა თანრიგის ფინალში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა (7) ამერიკელ სერენა უილიამსს (11) შეხვდა და 57 წუთში დაამარცხა - 6:2, 6:2. 

ჰალეპი პირველი რუმინელი ქალია, ვინც უიმბლდონი მოიგო.

მატჩ პოინტი

პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ ჰალეპი არაფრის დათმობას არ აპირებდა, კორტზე ის აგრესიულად თამაშობდა და უილიამსის თითქმის ყოველ დარტყმას აბრუნებდა - პირველ სეტში რუმინელი 4:0 დაწინაურდა და საბოლოოდ, 6:2 იმარჯვა. მეორე სეტში 2:2-ის შემდეგ ჰალეპმა სერენას ზედიზედ ორი მოწოდება მოიგო და თამაში პირველივე მატჩ პოინტით დაამთავრა. 

სამეფო ოჯახის თვალწინ

გამარჯვებულის სინით

სიმონა ჰალეპი: "სერენა ჩემთვის დიდი სტიმულია. მე ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ აქ მოვხვედრილიყავი - ამ დღეს არასოდეს დავივიწყებ.

ერთხელ დედამ მითხრა, თუკი რამის მიღწევა გსურს ჩოგბურთში, უიმბლდონის ფინალი უნდა ითამაშო. და აი, ეს დღეც მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობდი, არ არსებობს ამაზე უკეთესი თამაში ჩემს კარიერაში - ყველაფერი გამომდიოდა. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები უიმბლდონზე მომავალ წელს".

სერენა უილიამსი: "სიმონამ ფანტასტიკურად ითამაშა, როცა მეტოქე ასე თამაშობს, მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - აღფრთოვანებული ვარ. მე კი ბრძოლას ვაგრძელებ, მადლობა ჩემს გუნდს".

ყველა დარტყმა მოიგერია

კომენტარები

ბოლო ამბები