Thumbnail
  • დღეს მხოლოდ ერთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე
  • ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში უნგრელ ატილა უნგვარის შეხვდება

ბუდაპეშტის გრან პრიზე დღეს მხოლოდ ერთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში შესანიშნავად ასპარეზობს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას!

გრიგალაშვილი მეორე ეტაპიდან ჩაერთო ტურნირში და პირველი ორთაბრძოლა ესპანელ ერეროს მოუგო. ქართველმა ძიუდოისტმა 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც იტალიელ კრისტიან პარლატის დაუპირისპირდა და ისიც დაამარცხა. მერვედფინალში ტატოს მეტოქე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე იყო და ქართველმა ეს ორთაბრძოლაც მოიგო.

მეოთხედფინალში ტატო გრიგალაშვილი ბულგარელ მეტოქეს დაუპირისპირდა. ქართველმა ივაილო ივანოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ ატილა უნგვარის შეხვდება. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება, გრიგალაშვილი კი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ტატო გრიგალაშვილის გამარჯვება ესპანელ მეტოქესთან

კომენტარები

ბოლო ამბები