Thumbnail

კონტეს პრინციპი - იკარდის და ნაინგოლანს ინტერის ტაქტიკას უმალავენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის ინტერმა მაურო იკარდი და რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა
  • არგენტინელი და ბელგიელი გუნდის ტაქტიკურ მეცადინეობებს ჩამოაშორეს

მილანის ინტერის ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი და თავდამსხმელი მაურო იკარდი, რომლებიც კლუბმა ტრანსფერზე დააყენა, ანტონიო კონტეს ტაქტიკურ მეცადინეობებზე არ დაიშვებიან. იტალიური მედიის ცნობით, ნერაძურის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ასეთი  გადაწყვეტილება შვეიცარიულ შეკრებაზე მიიღო. 

მაურო იკარდია და რაჯა ნაინგოლანს მილანის ინტერში მომავალი არ აქვთ

კონტე წინააღმდეგი არაა, ეს ორი ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში ჩართოს, რომელიც ფიზიკურ ვარჯიშს ეხება, მაგრამ როდესაც საქმე გუნდის ტაქტიკურ მზადებაზე ეხება, რაჯასა და მაუროს საერთო ჯგუფისგან აშორებენ. 

ვარჯიშზე იმ მოთამაშეების არდაშვების გამო, რომლებსაც მოქმედი ხელშეკრულებები აქვთ, ინტერს შესაძლოა სანქციები დაეკისროს და იმისთვის, რათა კონტრაქტის პირობები არ დაირღვეს, მილანურმა კლუბმა იკარდისა და ნაინგოლანს პირადი სპეციალისტი მიუჩინა. ეს ინტერის ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი დანიელე ბერნაცანია, რომელიც ბელგიელსა და არგენტინელს ინდივიდუალურად მოამზადებს. 

📺 კონტე ვარჯიშზე

26 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი ინტერის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მისი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2020/21 წლების სეზონის დასრულებამდე მოქმედებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.

31 წლის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ინტერში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, კონტრაქტი კი 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ბელგიელის საბაზრო სატრანსფერო ფასი 28 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები