ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 13 ივლისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.
გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 14,5 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 2,55, უიმბლდონის ფინალში, სერენა უილიამსთან სიმონა ჰალეპის გამარჯვებას აქვს.
ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)
სერენა უილიამსი-ჰალეპი - ესაა ჩემი პირველი თამაში. რისკზე მივდივარ. ძალიან კარგად ვიცი, ვინაა სერენა უილიამსი და ვინაა ჰალეპი. რაღაც ეპოქები უნდა დამთავრდეს. ჰალეპი მებრძოლო გოგონაა და მინდა, მისი მოგება დავწერო.
ტორპედო მოსკოვი დაბრუნდა და არის მოძრაობა, რომ ეს გუნდი ამოწიონ. ტორპედო შინ ბალტიკასთან თამაშობს. მოგებაზე კარგი კოეფიციენტი ალბათ იმიტომ აქვს, რომ რუსეთის პირველ ლიგაში ახალი გადმოსულია.
მესამე მატჩი რუსეთის პრემიერლიგიდანაა - როსტოვი-ორენბურგი. როსტოვს "პარი მატჩის თასზე" ვუყურე, სადაც ძლიერებს მოუგო: სპარტაკს, ცსკა-სა და მგონი, ზენიტსაც. უბრალოდ, სუსტებთან წააგო. ვფიქრობ, რომ ახლა ორენბურგთან მოიგებს.
ბოლო თამაშიც რუსეთიდან ავირჩიე, პირველ ლიგაში - შინიკი-მორდოვიას მატჩში ერთიანი. მგონია, რომ შინიკი წელს მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და თუ თავიდანვე არ მოხვდა ძლიერებს შორის, შემდეგ გაუჭირდება.
"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა იყო, რომელმაც 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა. ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, არის 12,1.
მაყურებლის ბილეთიც 6 თამაშისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, არის 7,5.
კომენტარები