Thumbnail
  • ლოს ანჯელესი გელექსი 1:3 სან ხოსე
  • ვაკომ ამ სეზონში გელექსისთან 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა

MLS-ში ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ მორიგი მატჩი გამართა. კალიფორნიულ დერბიში სან ხოსემ გელექსისთან სტუმრად ითამაშა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

კალიფორნიულ კლასიკოში გელექსი მე-2 წუთზე დაწინაურდა. ფელჩერტმა დოს სანტოსის გადაცემით გაიტანა.

ერთ-ერთ ეპიზოდში გურამ კაშიამ მექსიკელი კარლოს ანტუნა ასე გააჩერა 📺

სან ხოსემ 61-ე წუთზე ვაკოს ლამაზი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ქართველმა ფეხბურთელმა მეკარეს კარგად დაურტყა და ბინგჰემმა ყაზაიშვილისგან ბოლო ორ კვირაში მეორედ გაუშვა.

ეს ქართველი ფეხბურთელის მე-5 გოლია MLS-ის მიმდინარე სეზონში. ვაკოს გელექსის კარში გოლი 5-ჯერ აქვს გატანილი.

ზუსტად სამ წუთში ვაკომ დენი ჰოსენს გაატანინა და სან ხოსე წინ გავიდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი სტუმრებმა 85-ე წუთზე დააფიქსირეს. ჯექსონ იუვილმა სან ხოსეს 3:1 მოაგებინა. 

ESPN-მა მატჩი ასე შეაფასა - ვაკომ სან ხოსეს გელექსისთან მოგებისას ულიდერა.

ქართველების გუნდს 31 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მათი მომდევნო მეტოქე ვანკუვერი იქნება.

მატჩის საუკეთესო მომენტები📺

კომენტარები

ბოლო ამბები