Thumbnail
  • ჰოლანდია 73:85 საქართველო
  • 20-წლამდე კალათბურთელებმა ევრობასკეტი მოგებით გახსნეს

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო. მათ კონტინენტის პირველობის B დივიზიონში ჰოლანდიის ნაკრები 12 ქულით, 85:73 დაამარცხეს.

B დივიზიონის 21 ნაკრები იმ სამი ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მომდევნო წელს ევრობასკეტის A დივიზიონში თამაშის უფლებას იძლევა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო - მან 26 ქულას, 8 პასს, 4 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი.

ორმაგი დუბლი ზურა ცარციძის ანგარიშზეა - 12 ქულა და 11 მოხსნა. ლუკა მაზიაშვილმა 17 ქულა ჩააგდო, ზურა ჟღენტმა - 14 ქულა.

საქართველოს ჯგუფში ესტონეთმა კოსოვო 86:37 გაანადგურა. სომხეთმა კი შვედეთთან ისე წააგო, რომ პირველ პერიოდში ქულა ვერ ჩაუგდო. საბოლოოდ, მატჩი შვედების გამარჯვებით 149:26 დასრულდა.

საქართველოს მომდევნო მეტოქე სომხეთის ნაკრები იქნება. შეხვედრა 13 ივლისს, თბილისის დროით 23:30-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები